Tuesday, July 15, 2014


დღეს ჩვენ ვისაუბრეთ მოსწავლეთა საჭიროებებზე კერძოთ დიფერენცირებულ სწავლებაზე.შევიმუშავეთ ფორმები ვის როგორი სირთულის დავალებებს გავუნაწილებთ.როგორ უნდა გავუწიო ფასილიტაცია კლასს მოსწავლეთა ორიენტირებული სწავლებისთვის.

Saturday, December 3, 2011

Friday, December 2, 2011

იაკობ გოგებაშვილი

1.       პროექტის სახელწოდება: იაკობ გოგებაშვილი.
2.       პროექტის მთავარი თემა :მოსწავლეები გაეცნობიან ი.გოგებაშვილის ბიოგრაფიას,ცხოვრებას და მოღვაწეობას.
3.       პროექტის აქტუალობა  :მოსწავლეები ეცნობიან ი.გოგებაშვილის ღვაწლს ქართულ მწერლობაში.
4.       პროექტის მიზანი:პროექტის მიზანია გაეცნონ მოსწავლეები  ი.გოგებაშვილის ბიოგრაფიას და მის დიდ ღვაწლს,რომ მან ქართველ ხალხს შეუდგინა მშობლიური ენის სამყაროში შესაღწევი ჯადოსნური წიგნი რომელსაც „დედაენა“ უწოდა.
5.       მოსწავლეთა ასაკი:1– 4 კლასები.
6.       ვადები /ხანგრძლივობა: 10 დღე.
7.       მოსალოდნელი შედეგი/პროექტები,რაც შეიძლება შეიქმნქს:შეიქმნას ბლოგი მწერალ ი.გოგებაშვილის შესახებ.მოსწავლეებს  გაუჩდეთ სურვილი გაიგონ უფრო მეტი ბუმბერაზ მწერალზე და ფართოდ გაეცნონ მის ლიტერატურას. მოაწყონ პრეზენტაცია ბლოგში შექმნილი მასალების მიხედვით.
8.       პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:წიგნები,ფურცლები,ბიბლიოთეკა,კომპიუტერი,პროექტორი.
9.       პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
·            ბოგრაფიის გაცნობა.
·            ფილმის ჩვენება „იავნანამ რა ჰქმნა?“
·            მოსწავლეთა მიერ მისი ნაწარმოებების შესწავლა,ილუსტრირება და წარმოდგენა.
·            ექსკურსია სოფელ ვარიანში.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართული –ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირშია,რამეთუ  ეროვნული სასწავლო გეგმა ითვალისწინებს  მშობლიური ენის უკეთ შესწავლას.
ისტორია–გაეცნობიან იმ გამოჩენილ ადამიანებს რომლებიც მოღვაწეობენ იმ პერიოდში.
ისტი– ქმნიან ბლოგს დააწყობენ პრეზენტაციას.
11.  პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): ირა მუმლაძე
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:mumladzeira32@gmail.com
13. პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: http://mumladzeira32.blogspot.com/2011/12/blog-post.html